13/12/2022
21:33
პოლიტიკა
ორი პარლამენტარია, სულ რაღაც სამ თვეში ვერ იცნობთ ისე აქვთ დაკლებული, დიტო სამხარაძეა და მეორე ბექა ოდიშარია. ლომჯარიას და კონსილიუმის ექიმმა დაადასტურა რომ სააკაშვილს კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"დიაგნოზი რა აქვს სააკაშვილს?! ორი პარლამენტარია, სულ რაღაც სამ თვეში ვერ იცნობთ ისე აქვთ დაკლებული, დიტო სამხარაძეა და მეორე ბექა ოდიშარია. ლომჯარიას და კონსილიუმის ექიმმა დაადასტურა რომ კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მე არ ვარ მედიცინის მუშაკი, არც კონსილიუმის წევრი, ვერ შევაფასებ, საზოგადოება უყურებს ამ პროცესს და ევროპარლამენტარები, როცა ეტყვით, რომ კვდება ადამიანი, რას იტყვიან, რომ მოკვდეს? - რა თქმა უნდა, გამოექომაგება და სპეციალურად რომ ვრცელდება პრესაში, ლობისტური კომპანია დაიქირავეს და ფულს უხდიან, რომ ამ თემაზე ივაჭრონ და მთელ ქვეყანას მოსდონ, ეს ხომ ფაქტია?
ამაზე ხომ წინასწარ ვსაუბრობდით, სიმართლე ხომ სხვა რამეა და სიმართლის გაგონება არ გინდათ. იცის საზოგადოებამ და კარგად იცნობს ამ ადამიანს, იცის მისი მავნებლური მმართველობა და ამით ვერ მოხდება ამ ადამიანის "გაპრავება", მოუწევს შეგუება თავის ბედთან. თაკო ჩარკვიანი იძახდა, ხომ დაამტკიცა რომ ვაჟკაციაო და რა დაამტკიცა?! ასეთი სიმხდალე.. თქვენი ლიდერი რომ არის, გვარამია, იმაზე არ წუხხართ, იმას რა კუჭი არ სტკივა ან თავი არ სტკივა? - გაგიგიათ იმ ადამიანის წუწუნი?
ეს არის სამარცხვინო ლიდერი, სამარცხვინოდ იქცევა და ჩართული ჰყავს ოჯახის წევრები, ცოლები, ყოფილი ცოლები, მომავალი ცოლები, რა ვიცი, მთელი საზოგადოება ჩართული ჰყავს, რომ როგორმე დაიხსნან პატიმრობიდან, ასეთი სამარცხვინო არსებაა, ეს ისტორიას დარჩება, როგორი არ უნდა იყოს მმართველი", - აცხადებს ყაველაშვილი.
0
0