12/11/2021
13:20
საზოგადოება
“სამარცხვინოა სააკაშვილი და არა მასზე გავრცელებული კადრები!
როგორ შეიძლება პირის გადაყვანა ერთი ლოკაციიდან მეორეში იყოს სამარცხვინო?
სამარცხვინოა სააკაშვილის ქცევა რომელიც იმ კადრებზეა აღბეჭდილი.
სამარცხვინოა, როცა კადრეში ხედავ როგორ შეექცევა ხბოს პაშტეტს და ფაფებს პატიმარი სააკაშვილი და თან გიმტკიცებს ვშიმშილობო.
სამარცხვინოა სააკაშვილისვე გადაღებული კადრები საკუთარ თავზე, სადაც ცდილობს უკანონოდ შემოპარვა, მოტაცებად შეასაღოს ხალხს, რომლის პრეზიდენტიც იყო 9 წელი.
სამარცხვინოა თვითონ ფორმა შემოპარვის რომელიც მან აირჩია საზღვრის უკანონოდ გადმოსაკვეთა და არა კადრები რომელიც ამას ასახავს.
დიახ სამარცხვინოა როცა ზრდასრული კაცი დორბლებს ხელით იწმენდს და ცხვირს მკლავებით.სამარცხვინოა როცა ის გალსტუკს ღეჭავს შეშინებული.
სამარცხვინო და ამაზრზენი საყურებელია კადრები, რომელშიც შეშინებული მთავარსარდალი და პრეზიდენტი სააკაშვილი მიწაზე ფორთხავს როდესაც გმირი ჯარისკაცები რუსეთს ეომებიან ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად.
სამარცხვინოა ამ მიწის ქვა-ღორღად მოხსენიება იმ პირისგან რომლის უგნურმა თუ უნამუსო პოლიტიკამ ის მტერს ჩააბარა.
სამარცხვინოა წაგებული ომი მოგებულად გამოაცხადო, მერე ხალხი რუსთაველზე აზეიმო, დაჭრილი და დახოცილი ჯარისკაცები მტერს მიუტოვე უპატრონოდ.
დიახ, სამარცხვინოა საქართველოს ისტორიის ეს ფურცელი არა იმიტომ რომ კადრებზეა აღბეჭდილი არამედ იმიტომ რომ ეს არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა, რომლის ნაწილს დღესაც უჭირს გააზრება, რომელია სამარცხვინო კადრები თუ კადრებზე აღბეჭდილი სააკაშვილი” – წერს ნანა კაკაბაძე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024