06/07/2023
16:20
მსოფლიო
განას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ლგბტ პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე შეიძლება 10 წლამდე პატიმრობა დაემუქროთ იმ ადამიანებს, რომლებიც პროპაგანდას გაუწევენ ლგბტ პირთა უფლებების დაცვას.
როგორც BBC-ი წერს, საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მრავალპარტიულმა ჯგუფმა, თუმცა კანონი მიღებამდე კვლავ განიხილება.
აღნიშნული ცვლილება მხოლოდ ერთმა ქალმა დეპუტატმა გააპროტესტა. შეიძლება უკვე ითქვას, რომ განაში ლგბტ უკვე არალეგალურად გამოცხადდება.
ინიცირებულმა კანონპროექტმა განასა და მის ფარგლებს გარეთ აღშფოთება გამოიწვია.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არღვევს განას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
კანონპროექტის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს განას ღირებულებების შენარჩუნებას. კანონპროექტის გასაჩივრების მიზნით, მოწინააღმდეგეებმა ქვეყნის სასამართლოებში მრავალი სარჩელი შეიტანეს.
0
0