19/12/2022
11:42
სპორტი
ფიბა-მ დაასრულა გამოძიება თურქეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მიმართ, რომელიც 2022 წლის ევრობასკეტზე მომხდარ კონფლიქტს ეხება.
გამოძიების შედეგად სადისციპლინო კომისიამ რამდენიმე მოთამაშეს და თურქეთისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციებს სანქციები დაუწესა, - იუწყება გამოცემა „ჩემპიონატი“.
გოგა ბითაძეს 15 ათასი შვეიცარული ფრანკის ოდენობით ჯარიმა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადა დაეკისრა. თუ კალათბურთელი ამ პერიოდში მსგავს საქციელს ჩაიდენს, ხუთი მატჩით დისკვალიფიკაციას მიიღებს.
დუდა სანაძე კი სამი ათასი შვეიცარული ფრანკით დაჯარიმდა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადა დაეკისრა. განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში - შეუჩერდება ერთ მატჩში მონაწილეობა.
თორნიკე შენგელია დაჯარიმდა ხუთი ათასი შვეიცარული ფრანკით და სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. განმეორებითი შემთხვევის შემთხვევაში ის ორ მატჩს გამოტოვებს.
თურქეთის ნაკრების წევრს - ფურკან კორკმაზს ექვსი ათასი შვეიცარული ფრანკი და სამი წლით გამოსაცდელი ვადა დაეკისრა. განმეორებითი ინციდენტის შემთხვევაში ის 3 მატჩს გამოტოვებს.
0
0