24/12/2024
17:41
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილს გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს, თუ რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, ანუ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს -სამართლებრივი დასაბუთება გვაქვს იმ მოდელის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობაა და დადასტურდა, რომ არჩევები არაკანონიერად ჩატარდა.
„ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ ფაქტია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი რეალობაა ქვეყანაში - დადასტურდა, რომ არჩევები ჩატარდა არაკანონიერად, უსამართლოდ და ამ არჩევნებს ვერ ექნება ლეგიტიმაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ სალომე ზურაბიშვილს, რა ვითარებაში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები, როდესაც ამ არჩევნების თარიღი დაინიშნება. ანუ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რა გარემო უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ საზოგადოების მხრიდან სანდოობა იყოს მაქსიმალური ამ კუთხით. ეს შეეხება როგორც საარჩევნო გარემოს, რა ადმინისტრირება უნდა იყოს, ასევე პოლიტიკურ გარემოს - რა პოლიტიკურ გარემოში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0