
"სალომე ზურაბიშვილს აღმოაჩნდა დიდი პოლიტიკური ნიჭი და ის ნამდვილად ჩამოყალიბდა ლიდერად. წარმოუდგენელია, რომ მან მიაღწია ამხელა გავლენას და გახდა გამაერთანებელი ოპოზიციის საკოორდინაციო პლატფორმაში." - ამის შესახებ რადიო "სივრცის" ეთერში "თავისფლების მოედნის" წევრმა ბაკურ კვაშილავამ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ჩამოყალიბდა ლიდერად, რაც ძალიან რთული ამბავი იყო. მით უფრო, მისი არჩევის შემდეგ, როდესაც შეიცვალა კონსისტუცია და მისი უფლებები შეიკვეცა. წარმოუდგენელია, რომ მან მიაღწია ამხელა გავლენას და გახდა გამაერთანებელი ოპოზიციის საკოორდინაციო პლატფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გააჩნია როგორც ადმინისტრაციული, საინფორმაციო, ისე ფინანსური დიდი უპირატესობა. მიუხედავად ამისა, ეს რომ მოხერდა, მიანიშნებს იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილს აღმოაჩნდა დიდი პოლიტიკური ნიჭი. საით წავა ეს, სხვა საკითხია. ეს დამოკიდებულია იმაზე რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება.
ბაკურ კვაშილავას თქმით, ოპოზიციასთან მიმართებაში ლიდერის მოდელია, ვისთვისაც უცხო არ არის კრიტიკა და განსხავვებული აზრი.
„ერთია, როდესაც ვამბობთ ლიდერს და პოლიტიკურ პარტიებსაც ჰყავთ ყველას თავისი ლიდერი. მეორეა ივანიშვილი, რომელიც არის ლიდერი და ყველა დანარჩენი, ქვემოთ, თანასწორი და თანაბარია. ეს არის აბსოლუტიზმის მოდელი. ლიდერი, რომელიც არის ოპოზიციასთან მიმართებაში, ესაა ლიდერი, რომლისთვისაც უცხო არ იქნება კრიტიკა და განსხვავებული აზრი. ის არ წარმოადგენს ნახევრად ღმერთს, რასაც ბაზალათის ტბიდან მოყოლებული სულ ველოდებით. პრობლემა არ უნდა იყოს არცერთი ლიდერის მიმართ კრიტიკა და თუ ამის მაგალითს დღეს სალომე ზურაბიშვილი წარამოდგენს, ეს არის ძალიან კარგი."- განაცხადა კვაშილავამ.
შეძლებეს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანას?- კვაშილავამ უპასუხა, რომ რომელიმე ძალა ხელისუფლებაში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა და არა რომელიმე ლიდერმა.
კითხვაზე, მიაჩნია, ტუ არა, თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტია, როგორც ის თავის თავს უწოდებს? - კვაშილავას თქმით, ეს მისთვის მეორეხარისხოვანი საკითხია, თუმცა ამბობს:
„ თუ მკითხავთ, ყაველაშვილი უფროა პრეზიდენტი, ვიდრე ზურაბიშვილი, ვთვლი რომ ზურაბიშვილი“- განაცხადა კვაშლავამ.
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025