22/12/2024
14:42
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური სპექტრი და NGO სექტორი პრეზიდენტის სასახლეში იმისთვის მიიწვია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაენიშნა.
პრემიერის განმარტებით, შეხვედრაზე „სალომე ზურაბიშვილს ვიღაც ჭკვიანმა ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“.
როგორც კობახიძემ განმარტა, პრეზიდენტის მიზანი აჟიოტაჟის შექმნა იყო.
„ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა. შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში. ასევე, კიდევ უფრო დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს და ამ ისტერიულ ფონზე გუშინ საინტერესო დისკუსია შედგა სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს შორის. მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლებს შორის. გვეუბნებიან, რომ მათ სერიოზული მსჯელობა ჰქონდათ არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. რეალურად, ოპოზიციური სპექტრი და „ენჯეოები“ სწორედ იმ განზრახვით შეკრიბა, რომ მას გუშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დაენიშნა. მიზანი ცხადი იყო - აჟიოტაჟის შექმნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, შედგა პრეზიდენტის ბრიფინგი, თუმცა საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნის ინიციატივა არ გაჟღერდა.
„ვიღაც ჭკვიანმა სალომე ზურაბიშვილს ურჩია, რომ ეს არ გაეკეთებინა“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0