23/12/2024
23:53
პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტი ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი.
„შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0