17/06/2024
13:56
საზოგადოება
![main-img]( /storage/files/1645630457-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.jpg )
სალომე ზურაბიშვილმა ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია, ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ფეხბურთელთა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ფეხბურთის ნაკრების წევრებისა და ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი აქტის გამოცემას არ აპირებდა და როგორც ჩანს, არ ეცალა, რადგან ხან ქარტიებს ამზადებს, ხან გაურკვეველ დოკუმენტებს და ოპოზიციის ე.წ. ერთიანობაზე მუშაობდა. მისთვის მეათეხარისხოვანი იყო იმ ადამიანებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოება, რომელთაც ქვეყანას სიხარული მოუტანეს. მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უპასუხისმგებლობაში ამხილეს, მაგრამ ადამიანების სეგრეგაცია მოახდინა და ამით აჩვენა, რამდენად ანტიეროვნულია, რადგან ვერავინ ახსნა, რას ერჩოდა ექიმთა გუნდს და ადამიანები დაფასების მიღმა დატოვა, რომელთა წვლილიც დიდი იყო. აქედან ჩანს, როგორი ფასადურია და ფარისეველია საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – აცხადებს იონათამიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით 13 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულებები, რითაც ღირსების ორდენით და მედლით დაჯილდოვდნენ წარდგენილი პირები.
ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ხელმოწერილი განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენზე წარდგენილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 53 წარმომადგენლიდან 19 არ დააჯილდოვა.
0
0