09/04/2022
17:43
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. დაჯილდოებას ესწრებოდა მომღერალი ლელა ვეფხვაძე და სხვა საპატიო სტუმრები.
მომღერალმა ლელა ვეფხვაძემ საქართველოს პრეზიდენტს დაჯილდოების შემდეგ მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ სითბოსთვის. მე ყოველთვის ვგრძნობ ადამიანებისგან გაღებულ სითბოს, სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს, ჩემს საყვარელ პრეზიდენტს და მინდა ვუთხრა, რომ ვეცდები ეს ჯილდო ღირსეულად ვატარო, ვეცდები ნამდვილად ვიყო ისეთი შვილი, როგორიც ჩვენს ქვეყანას შეეფერება, როგორსაც იმსახურებს ეს დალოცვილი და მადლიანი ქვეყანა",- განაცხადა ლელა ვეფხვაძემ.
0
0