27/05/2023
22:02
პოლიტიკა
სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე საბოლოოდ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს და, პრაქტიკულად, დელეგიტიმაცია არსებობს პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობის დღე, ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა.
„თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, რეალურად შეიძლება, არც კი დაუგდოს ადამიანმა ყური მის სიტყვებს. გამაღიზიანებელია ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა, რომელიც არის ზეპარტიული, ამის ამბიცია თუ გაქვს და ამ დროს შენს საკუთარ მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნითაც კი გამოყოფ და ზოგს ნახევრად რუსს ეძახი და წვევამდელებისგან ფიცს იღებ. ბევრი ოფიცერი მონაწილეობს იქ და შეიძლება, მათი ოჯახის წევრები ან ნათესავები იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, ვინც, მაგალითად, იქიდან ოჯახებს არჩენენ და შეურაცხყოფას აყენებ იმ ხალხს, ვინც შენ წინაშე ფიცს დებს.
გარდა ამის, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის დღე, როდესაც მას ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია, თუ არ ვცდები ეს ირაკლი კობახიძემ თქვა: „ძლიერი ქალი სუსტი კაცების წინააღმდეგ“. ეს მაშინდელი რეალობა იყო და ახლა ჩვენ მივიღეთ: „სუსტი ქალი, სუსტი პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ეს რეალობა მივიღეთ, სამწუხაროდ. ეს ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი გავა. როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, არ ვიცი, ის აპირებს აქ დარჩენას თუ წასვლას უცხოეთში, მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტმა ჩართოს თავისი ვიდეოგამოსვლები, საზოგადოება როგორ შეაფასებს ამ გამოსვლებს იმ რეალობაში, რა რეალობებიც იყო, მერე თვითონ უნდა დაფიქრდეს ამაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0