
სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, პიერ-ალექსანდრე კრევომ, რომელიც გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა, რომ იმედი აქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მისივე შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს სააკაშვილის შეწყალების საჭიროებას“.
აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ პიერ-ალექსანდრე კრევოს არ აქვს უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე.
0
0