20/07/2022
13:50
პოლიტიკა
თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
ევროპარლამენტარებმა თბილისში ვიზიტი სწორედ პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყეს. შეხვედრების ფარგლებში განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.
0
0