
პრეზიდენტის სასახლიდან სალომე ზურაბიშვილი არ გამოვა - ის, თავისი ავანტიურისტული ხასიათიდან გამომდინარე, იქიდან გამომსვლელი არ არის - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს ძალისმიერი მეთოდებით მოხდება, ეს იქნება წარმოუდგენელი.
„სალომეს გამოსვლა რთული ამბავია, რადგან სალომე ზურაბიშვილი თავისი ავანტიურული ხასიათიდან გამომდინარე იქედან გამომსვლელი არ არის - ძალისმიერი მეთოდებით რომ ეს მოხდეს, ეს არის წარმოუდგენელი. იმ შემთხევევაში, თუ 14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდა, ჩვენ გვეყოლება 2 კვირის მანძილზე 2 პრეზიდენტი, რადგან ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბრამდე აქვს.“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი რთული სათქმელია, თუმცა, საჭიროა კომპრომისზე წასვლა და მხარეებს შორის მოლაპარაკება.
„გეუბნებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამოვა იმ შენობიდან - მე რეცეპტებისგან თავს ვიკავებ, მაგრამ როდესაც ვახსენებ სიტყვა კომპრომისს, აქ საჭიროა მხარეებს შორის მოლაპარაკება. არ ვიცი როგორ მოხდება ეს ამბავი და არც მინდა ვინმეს თავზე მოვახვიო ჩემი მოსაზრებები, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური კომპრომისი მოინახოს ყველასთან. სხვანაირად არ გამოვა" - ამბობს არეშეიძე
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026