
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და მათ თანადგომას უცხადებს. ამასთან, ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში წუხილია გამოთქმული ეროვნულ არქივში გაჩენილი ხანძრის გამოც.
"მძიმე დღეღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია!
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას.
არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.
ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია …
ვაგრძელებთ ძველებურად- ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ცნობილია, გურიაში სტიქიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 2 მოზარდია.
ეროვნული არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დღეს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა ძველი კინოფირების საცავი, თუმცა, როგორც არქივში აცხადებენ, “ყველა კინოფირი გაციფრულებულია და მასალა არ დაიკარგება”.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026