-share.jpg)
უცხოეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელთან შეხვედრას მართავს.
შესაბამისი ფოტოები პრეზიდენტმა კვლავ პირად “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
როგორც ცნობილია, თბილისში დღეს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა..
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ევროპულ ქვეყნებში ვიზიტები საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას დაუკავშირა. შარლ მიშელთან შეხვედრამდე ზურაბიშვილი გუშინ იმყოფებოდა ბერლინში, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
0
0