09/06/2022
17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
ამასთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიწვევით, დღეს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“.
„ბრიუსელში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ ქალი ლიდერები და კონფლიქტში დაზარალებული ქალები, მათ შორის, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა სამი ბაჰუსი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. ღონისძიების, რომელსაც გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია, Nadia’s Initiative და Dr. Denis Mukwege-ის ფონდი მასპინძლობს, აქცენტები გაკეთდება კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
0
0