-share.jpg)
ახალგაზრდის გამოშვების წინააღმდეგი არავინაა. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს სალომე ზურაბიშვილი დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ თორნიკე მოლაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„ყველაფერს აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია შეიქმნას. ამ პოლიციელების, ვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვინც დაზიანებები მიიღო, მათ უფლებებს ვინმე იცავს? რა პასუხი უნდა გასცეს სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებს?
ახალგაზრდის გამოშვების წინააღმდეგი არავინაა. აქ საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს სალომე ზურაბიშვილი დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. მიხეილ სააკაშვილსაც მომავალში აუცილებლად შეიწყალებს. ალბათ, ეს საარჩევნოდ იქნება. ყველაფერს გააკეთებს ეს ქალბატონი, რომ წინასაარჩევნოდ დაძაბოს სიტუაცია საქართველოში“, - აღნიშნა მოლაშვილმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს, თუმცა შესაბამისი დოკუმენტისთვის ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია.
გრიგორიადისს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შავაძემ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
0
0