
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ის არ დარჩება პოლიტიკაში. უბრალოდ, თუკი „ქართულ ოცნებას“ სჭირდება მიხეილ სააკაშვილის გამოშვება, სალომე ზურაბიშვილი ამაში დაეხმარება მათ. ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ პინგ-პონგი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი აზრიანი ლოგიკა არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის გამოშვებას აპირებს.
კითხვაზე, რაში აწყობს „ქართულ ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გაშვება, ხვიჩიას შეფასებით, ექსპრეზიდენტი მმართველი გუნდისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და, პირიქით ხელისუფლებას აწყობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს.
„მიშათი ხალხს ვერ აშინებენ. მიშა სუსტია, ხალხს არ ეშინია, ეცოდებათ. ხალხს, რომ ეცოდება, ისეთი მიშა რაში გამოდგება? - ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება არ არის პრობლემა. პრობლემაა „ნაცების“ ისე დასუსტება, რომ სხვა გაგიხდეს დასამარცხებელი. „ნაცები“ ისე სუსტდებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე მთავარ „საფრთხობელად“ ვერ გამოდგებიან“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა რომ მიხეილ სააკაშვილის გამოშვება მოხდება „ქართული ოცნების“ თანხმობის გარეშე. მისივე მოსაზრებით, კიდევ ერთი ლოგიკა შეიძლება იყოს აღნიშნული თემის წამოწყებით, მოხდეს მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა.
„სალომე ზურაბიშვილი, რომ იყო ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე უხერხულიც კი არის სააკაშვილის გათავისუფლება. მიხეილ სააკაშვილის გაშვება „ქართული ოცნების“ მიერ ჩადენილი ქმედებაა. შეიძლება ამ საკითხით თემების გადაფარვას ცდილობდნენ. სექტემბრიდან შეიძლება სიგიჟეებს აპირებენ, ამიტომ საჭიროა რაღაც თემა ტრიალებდეს. არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს მოუწყობენ. საერთოდ, ფანტასტიკა მგონია, ამიტომ ეს ხდება ყურადღების გადასატანად“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილს დიდი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს და ევროპაში დაგეგმილია ვიზიტებიც სწორედ პარტნიორების ნდობის მოპოვებას ემსახურება, ხვიჩიას თქმით, ზურაბიშვილი პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”
0
0