
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად მომხდარ უბედურებას Twiter-ზე ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი მაროკოელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ," - წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, მაროკოში მომხდარ მიწისძვრას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 700-მდე პირი კი დაშავდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026