19/01/2025
10:27
პოლიტიკა
მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას სთხოვდა ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადასცეს, ზურაბიშვილმა უპასუხა: “თავი დაანებე საქართველოს, თავი დაანებე კავკასიას”.
“ვინაიდან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესებშია. არ შეიძლება, რომ ეს კვლავ რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი გახდეს. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც თავისით არსებობს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი და ის იყო ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის სათანადო დონეზე იყო. და ეს არის ქვეყანა, რომლის ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას სურს იყოს ღირებულებების საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, თავი დაანებე საქართველოს…
იმედი მაქვს, რომ ამერიკა არ დაუკავშირდება იმ რეჟიმებს, რომლებიც თავის ხალხს არ წარმოადგენენ. ამაში უნდა იყოს ამერიკული ინტერესები და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ამერიკისა და ქართველი ხალხის საერთო ინტერესები დავიცვათ. მაგრამ ხალხი არასდროს არ უნდა იყოს გაწირული რეჟიმებთან ურთიერთობებისთვის, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ…
მოკლე შეხვედრა მქონდა [სახელმწიფო] მდივან რუბიოსთან, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, ასე რომ მისგან პირობის მიღებას ვცდილობდი, რომ შეხვედრას შევძლებდით იმ რამდენიმე დღეში, რაც ვაშინგტონში უნდა გავატარო. მას და გაერო-ში აშშ-ის ელჩს, რომელსაც ასევე შევხვდი, ორივეს ვუთხარი, რომ იმედი მაქვს საქართველო მათი არა ერთ-ერთი პრობლემა, არამედ მათი ერთ-ერთი პრობლემის მოგვარება გახდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0