
რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ მოდელირებული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, რაც აბსურდული იყო, ღობეები თავდასხმისთვის წინასწარ მომზადდა, სავარაუდოდ ადგილობრივი ძალების მიერ, სცენარი შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილების გამოყენებით განხორციელდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში „Forum 2000“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიას სურს საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია.
„მათ ეს სამაგალითო სცენარი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გაითამაშეს და ეს მიზეზი საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის დისკრედიტაცია იყო, იმ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობისა, რომელიც უკვე 319 დღეა, ქუჩაშია და რომელიც არ შეჩერებულა პრემიერ-მინისტრის გასული წლის ნოემბერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, როცა მან ევროკავშირთან მოლაპარაკების შესახებ განაცხადა, რითაც ფაქტობრივად აღიარებდა რუსეთისკენ 180 გრადუსით შემობრუნებას. და მას შემდეგ ეს მშვიდობიანი მოძრაობა ქუჩაში დგას, არც ერთი მანქანა არ დაუწვიათ, არც ერთი ვიტრინა არ დაუზიანებიათ. ეს არის მოძრაობა, რომლის შეჩერაბაც რეჟიმმა ვერ შეძლო. მათ არ შეუძლიათ მზიას და სხვების შეჩერება, ხოლო ციხეში 50 სინდისის პატიმარია, პლიუს ისინი, ვინც ბოლო დღეებში დააკავეს. ახლა ასობით ვართ და ამის შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ, არა შეჩერების, არამედ მისი დისკრედიტაციისთვის მათ ამ ტიპის თავდასხმა დაიწყეს ზამთრის სასახლეზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლე იყო. მაგრამ ესეც არ იმუშავებს, რადგან მას შემდეგ მშვიდობიანი მოძრაობა გრძელდება. ეს არის მოძრაობა, რომელიც არსებობს კონსტიტუციის დასაცავად და არა კონსტიტუციაზე თავდასხმისთვის. ეს არის მოძრაობა, რომელიც არსებობს ქვეყნის ევროპულ წარსულში სტაბილიზაციისთვის და არა მისი დესტაბილიზაციისთვის. რადგან ამ მოძრაობის ყველა მონაწილემ იცის, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი ფორმა მხოლოდ ჩვენი მეზობლის სასარგებლოდ მოქმედებს, რუსეთის ბაზები ცხინვალის რეგიონში 40 კმ-ით არის დაშორებული თბილისიდან. ამიტომ, არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ აპირებს დესტაბილიზაციას. ეს მოძრაობა მშვიდობიანია და დარჩება მშვიდობიანად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0
დღეს სვეტიცხოვლობაა
14/10/2025
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის ელჩს შეხვდა
13/10/2025