
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურამ აჩვენა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მანამდე მხოლოდ "ქართული ოცნების" არჩევანი იყო, დღეს რეალური პოლიტიკური კონტექსტით დაფიქსირდა საქართველოს პრეზიდენტად. ის გათავისუფლდა "ქართული ოცნების" ზეგავლენისგან, რაც პოლიტიკურ კონტექსტში ასევე მისი პოლიტიკური წარმატებაა, ისევე, როგორც ზოგადად, საზოგადოებისა. ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს. ის პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიცია, რომელსაც ნაკლებად ეტყობა პრინციპულობა, დღეს პრინციპული გამოდგა და არ შევიდა ხელისუფლებასთან ალიანსში.
"ქართული ოცნება" აღმოჩნდა იზოლაციაში როგორც საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცესთან.
ირაკლი კობახიძე პირველად დამარცხდა პოლიტიკურ პირთან ბრძოლაში, რადგან აქამდე, ყველა, ვინც პოლიტიკურ მტრად აღიარა ირაკლი კობახიძემ, მასთან დამარცხდა, პირველად და დღეს ირაკლი კობახიძე დაამარცხა ქალმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ უფრო ნათლად დაადასტურა, რომ ხელისუფლება საკუთარ ამომრჩევლებს მიიჩნევს არამოაზროვნე, არჩევანის უუფლებო უტყვ არსებებად, რომელსაც საითაც მიმართავს, იქით წავა“ - წერს გამზარდია.
მანვე აღნიშნა, რომ მთლიანობაში, დღევანდელი დღე იყო, ერთი მხრივ, სამარცხვინო, მაგრამ მეორე მხრივ, წარმატებული, რადგან ოპოზიციაც და პოლიტიკური წილიც ხელისუფლების წინააღმდეგ, პირველად აღმოჩნდა წარმატებული და პირველად დამარცხდა ხელისუფლება პოლიტიკური ძალების მიერ (აქამდე არსებულ პრეცენდენტებში მხოლოდ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა იმარჯვებდა პრეცენდენტულად, მაგრამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს არცერთხელ მოუხერხებია წარმატების მიღწევა ბოლო წლებში).
0
0