
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბრისას ანტონიუ კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში.
"დღეს საღამოს საქართველოში განვითარებული "მოვლენების შესახებ საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან.
ხაზგასმით აღვნიშნე, რომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა პოლიტიკურია - ახალი არჩევნები!
საუბრისას ანტონიუ კოშტამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართველ ხალხს ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისათვის ბრძოლაში."-წერს ზურაბიშვილი.
„მომავალ კვირაში ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026