22/12/2024
10:11
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტთან აქციას შეუერთდება და 21:00 საათზე, სიტყვით გამოვა.
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, დღეს, დღის განმავლობაშიც დედაქალაქის მასშტაბით, ათზე მეტი საპროტესტო აქტივობა და მარშია დაგეგმილი. პროტესტი პარლამენტთან კი ტრადიციულად 19:00 საათზე არის ჩანიშნული.
დღეს უკვე 25-ე დღეა, რაც მოქალაქეები საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური პროტესტი "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
0
0