
„ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, უკვე ხვდება, რომ არაადეკვატური იყო“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „პირველ არხს“ განუცხადა.
რაქვიაშვილი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა.
„ზოგადად, ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა და მასზე იმედების დამყარება, ვინც ოდნავ აზროვნებს, უკვე ხვდება, რომ არაადეკვატური იყო.
ქარტიის მომენტშიც ვამბობდით ამას, შემდგომაც ვამბობდით, კოორდინაციულ შტაბებს და რაღაცებს რომ აკეთებდა, საკოორდინაციო გაერთიანებებს და ა.შ. მაშინვე გასაგები იყო, რომ ეს არაფერი კარგით არ დამთავრდებოდა. ახლაც იგივეა. მე მგონი, ერთადერთი მიზანი, რაც ქალბატონ სალომეს აქვს, არის ის, რომ არიოს შიგნით ოპოზიცია, რომ არაფერი წესიერი არ გამოვიდეს“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0