
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იომორისტ ონისე ცხადაძის და საპროტესტო აქციების კიდევ ცხრა მონაწილის პროცესზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ შეუშვეს, მიზეზად მანდატურებმა პირადობის მოწმობის არქონა დაუსახელეს. ზურაბიშვილმა პირადობა ელექტრონულად აჩვენა, თუმცა საქმის მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა უარი უთხრა ელექტრონული ფორმით წარდგენილი პირადობით შეშვებაზე.
ადვოკატ ნათია კორკოტაძის განცხადებით, ხშირად მოსამართლეს დაურთავს ნება, რომ პირადობის გარეშე შემოეშვათ მოქალაქე.
„ნახევარ საათზე მეტია, დგას და არ უშვებენ სასამართლო დარბაზში, რა არის მიზეზი?“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მოსამართლე გალუსტაშვილის თქმით, პირადობის გარეშე ვერ შეუშვებენ.
„პირადობა არ აქვს და ამიტომ ვერ შემოდის. რეაგირება მოახდინა, თუ პირადობა იქნება არაა პრობლემა. ვინც არ უნდა იყოს, პირადობა თუ არ აქვს ვერ შემოვა“, – განაცხადა გალუსტაშვილმა.
0
0