
სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხებოდა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი 29 დეკემბრიდან აქტუალობას დაკარგავს.
„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29 დეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზეც არ მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაწოდა ინფორმაცია.
0
0
თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს
14/01/2026