
ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი, დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავლსა და პოლიტიკურ განვითარებებზე - ამის შესახებ, სალომე ზურაბიშილი აცხადებს:
"ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც ვთვლი, დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავლსა და პოლიტიკურ განვითარებებზე.
საჭირო არის, რომ ვიცოდეთ რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ - ეს მსჯელობა ხელახლა დაიწყო საზოგადოებაში, როცა მე ვთვლიდი, რომ საჭირო იყო გადაგვედო ეს მსჯელობა შემდეგი პერიოდისთვის, რამეთუ დღეს უადგილოდ მეჩვენება, მაგრამ რადგანაც დაწყებული არის, საჭიროა, რომ მეც ვთქვა ჩემი სათქმელი
ამ შემთხვევაში, მე არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობ ჩემი სახელით.
ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი ცოტა გასაკვირია და ჩემთვის, გაუგებარიც კი.
როცა არ არსებობს ამ ქვეყანაში და ამას ვხედავთ ყოველდღიურად, როცა ვუყურებთ რა ხდება სასამართლოში, რომ არანირი ნდობა არავის შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ არჩევნებში ასეთი სასამართლო თუ იქნება და არა ცვლილებები შეტანილი ამ სასამართლოში, რომ რომელიმე დავას გაამართლებს, რომელიმე პარტიისთვის - თუ ვინმეს ეს სჯერა, მაშინ ცოტა, როგორც მინიმუმ მიამიტობაზე უნდა ვისაუბროთ". - თქვა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა
0
0