21/01/2025
12:17
პოლიტიკა
მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვლება, ამერიკის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები.
„სალამი ამერიკიდან, ვაშინგტონიდან. ვიმყოფები დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რესპუბლიკელების მოწვევით. ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში, ამერიკის პოლიტიკა გახდება უფრო შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველო იყოს განხილვვების პირველ განრიგში. სწორედ ჩვენი პროტესტის ერთიანობის გამო ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება საქართველოში, ამაში დარწმუნებული ვარ. აბსოლუტურად ყველგან გვაქვს ამაზე საუბარი – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, როგორც კრიზისიდან გამოსავალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან გაცილებით ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული იქნება აშშ-დან ნაბიჯები. რაც მთავარია, ძნელი ბედი ელით დემოკრატიის და ამერიკის მტრებს და მათ შორის ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ, სრული მხარდაჭერა გვექნება და დარწმუნებული ვარ, შედეგზეც გავალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0
0