02/01/2023
18:06
მსოფლიო
Viking Orion-ის საკრუიზო გემიდან ასობით მგზავრი უკვე ერთი კვირაა ვერ ახერხებს გადმოსვლას.
ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში არცერთმა პორტმა ლაინერს გაჩერების ნებართვა არ მისცა, „ბიობინძურების“ გამო, რაც გემის კორპუსზე მიკროორგანიზმების, მცენარეების და სოკოების დაგროვებას უკავშირდება.
„ვიკინგ ორიონმა“ ახალი ზელანდია, ველინგტონი 26 დეკემბერს დატოვა.
თავიდან ლაინერის მიღებაზე უარი თქვეს ახალი ზელანდიის პორტებში, კრაისტჩერჩსა და დუნედინში, შემდეგ “ვიკინგ ორიონმა” უარი მიიღო ავსტრალიის პორტებში, ჰობარტსა და ადელაიდაში.
ლაინერს დასახმარებლად პროფესიონალი მყვინთავები მივიდნენ, რომლებიც გემის კორპუსს მიკროორგანიზმებისა და მცენარეებისგან გაასუფთავებენ.
გემის კორპუსზე არსებული ბიოლოგიური დაბინძურება საშიშია, რადგან ლაინერს შეუძლია შემოიტანოს მიკროორგანიზმები, მცენარეები, რომლებიც უცხოა გარკვეული ეკოსისტემისთვის, მათ შორის წყალმცენარეები, და მათ, თავის მხრივ, შეუძლიათ რეალურად გაანადგურონ ან მნიშვნელოვნად შეცვალონ ეკოსისტემა, რომელშიც ისინი შევლენ.
ავსტრალიის მეთევზეობის დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გემის კორპუსის შემოწმება “ბიობინძურების” არსებობისთვის და საჭიროების შემთხვევაში მისი გაწმენდა არის სტანდარტული მოთხოვნა პორტში შესასვლელად.
Viking Orion-ზე დაახლოებით 800 მგზავრია, ძირითადად ამერიკელი ტურისტები.
კრუიზის ორგანიზატორებმა მგზავრებს ბოდიში მოუხადეს იმის გამო, რომ ლაინერმა დაგეგმილი გაჩერებები ვერ შეძლო.
0
0