
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულო მზადყოფნას გამოთქვას, ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშაოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების, თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მიმართულებით.
„მიზანი ამ სამუშაო ჯგუფის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა ვიმუშაოთ, პირველ რიგში იმ უკრაინელების დასახმარებლად, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ და საომარი მოქმედებების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და დახარისხება საჭიროებების მიხედვით. ბევრი სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობს, არის გენერალური ხაზი, რომ მათი საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკოორდინაციო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, გავცვალოთ ინფორმაციები საჭიროებების და მოთხოვნილებების შესაბამისად,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ასევე ისაუბრა თბილისის მერის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბელიაშვილის ქუჩაზე მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული ტვირთის შემგროვებელი პუნქტი შექმნა და დღეიდან ამ პუნქტში ჰუმანიტარული ტვირთის მიღება დაიწყო.
0
0