
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი საბავშვო მწერლების ლელა ცუცქირიძის, მარიამ წიკლაურის, გივი ჩიღვინაძისა და თამარ გეგეშიძის ილუსტრირებული გამოცემები და საბავშვო ლიტერატურა. ასევე, მოეწყო ნინო ჩაკვეტაძის, სალომე ხოტივარისა და ნანა ცინაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.
,,მოგეხსენებათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თვალსაწიერის გაფართოება და მათთვის წიგნების შეყვარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე. გადავწყვიტეთ, დღევანდელი დღე იმ პატარებისთვის გაგვეხალისებინა, რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ბავშვებმა გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც მათთვის საინტერესო წიგნებს ქმნიან. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ღონისძიებაში ჩართულ საბავშვშო მწერლებსა და მხატვრებს და იმ კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ჩვენს ინიციატივაში’’- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე საბავშვო სახლ ,,მომავლის გზა’’-ს ბენეფიციარებს საკრებულოს წევრებმა და ღონისძიების სპონსორებმა, კომპანიებმა : ,,ბიბლუსი’’ ,, ჭიტა’’ ,,მელთი’’ ,,საბავშვო კარუსელი’’ წიგნები და საჩუქრები გადასცეს.
2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტის და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.
0
0