
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.
მისი თქმით, შეზღუდვები იმ პირებსა და კომპანიებს დაუწესდებათ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე არიან პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ წელს აშშ ნატოს სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ყველა წევრს უმასპინძლებს.
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის ერთგულება დასავლური სამხედრო ალიანსის მიმართ არის მყარი და ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმის ტოლფასია.
0
0