04/04/2023
16:29
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროექტის „მე დავხატავ ჩვენს სიყვარულს“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა.
თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გარემოს დაცვის კომისიისა და ააიპ „სოლიდარობის სახლის“ ინიციატივით მოწყობილ გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოზარდების, შშმ პირების, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა. მოზარდებმა შექმნეს ნახატები, რომელთა მეშვეობითაც ცხოველთა სამყაროს მიმართ სიყვარული გადმოსცეს.
მონაწილეთა ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე, გარემოს დაცვის კომისიის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი ელენე დუმბაძე, ააიპ „სოლიდარობის სახლის“ დირექტორი თამილა ლომიშვილი, სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი გიორგი კობიაშვილი. ასევე გამოფენას სოპრანო თამარ ივერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი და სხვა ცნობადი სახეები დაესწრნენ.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისა და ააიპ „სოლიდარობის სახლის „ სახელით დიპლომები და სიგელები გადაეცათ. საბავშვო მაღაზიათა ქსელმა „ჭიტამ“ მოზარდებს საჩუქრები გადასცა. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია კომპანია „გალფი“.
4 აპრილი - მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღე - მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
0
0