24/08/2023
14:20
პოლიტიკა
ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე თბილისში დაგეგმილი მშენებლობების პროექტებს განიხილავენ. ოპოზიცია კახა კალაძის მისვლას ითხოვს და მერს ურბანული განვითარების გეგმის დარღვევაში ადანაშაულებს, რაც ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარისგან პოლიტიკურ სპეკულაციად შეფასდა.
საკრებულოს სხდომამდე დღეს ურბანული განვითარების სხდომა გაიმართება. შეხვედრა 17:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიცია წინასწარ აანონსებს ხმაურიან განხილვას იმ პროექტების, რომელიც დედაქალაქშია დაგეგმილი. საუბარია 2 მლნ კვადრატულ ფართობზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტზე „ლაქგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები აქვს უსაფრთხოების საკითხებზე, საუბრობენ კორუფციის ფაქტებზე და ამბობენ, რომ პროექტები წარიმართება ურბანული განვითარების გეგმის დარღვევით.
ბრალდებებს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. ის ოპოზიციის განცხადებებში პოლიტიკურ სპეკულაციებს ხედავს.
0
0