
როგორც თალაკვაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და საქართველოს დღეს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს.
“საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ სწორი პრინციპები და დებულებები მივიღეთ, რაც ვენეციის კომისიამაც დაადასტურა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო. პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025