26/10/2024
22:01
არჩევნები 2024
არის უბნები, სადაც 60%-იანი ზღვარი გვაქვს გადალახული, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ საკმაოდ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში,- ამის შესახებ ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა პარლამენტში გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემს ფოთელებს, ხობელებს და სენაკელებს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი, მაგრამ უბნებიდან შემოსული ინფორმაციიდან დინამიკა საკმაოდ მზარდია. არის უბნები, სადაც 60%-იანი ზღვარი გვაქვს გადალახული, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ საკმაოდ დიდი სხვაობით და დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. რა თქმა უნდა, შემდეგი 4 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი განვითარების წლები და ამასთანავე, ყველა დაგეგმილი პროექტი აუცილებლად იქნება შესრულებული და მიღწეული",- განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
0
0