
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ნატოს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის ყოვლისმომცველ დახმარებას, რათა ქვეყანამ თავდაცვის უფლების რეალიზება მოახდინოს და განახორციელებენ კოორდინირებულ ზეწოლას პუტინის რეჟიმზე, მათ შორის ეკონომიკური სანქციების საშუალებით, რათა შეაჩერონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და დაუბრუნდნენ დიპლომატიას.
„ჩვენ გავძლიერდით, ამიტომ ნატოს მოკავშირეები უკრაინას ახლა უფრო მეტ მხარდაჭერას უწევენ, როგორც სამხედრო, ასევე, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ფისკალურ მხარდაჭერას, ფინანსურ მხარდაჭერას. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუწესებთ უპრეცედენტო სანქციებს რუსეთს. და ეს ყველაფერი რეალურად ანგრევს რუსეთს. ასე რომ, რუსეთის მიმართ კონკრეტული სანქციების ერთობლიობა დიდ ზეწოლას აყენებს პრეზიდენტ პუტინს და ზრდის მიზეზებს, რომ ის გარკვეულ ეტაპზე უნდა დაჯდეს და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ მოლაპარაკებებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ეს სანქციები ძვირად დაუჯდა მსოფლიოს, მათ შორის იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს აწესებენ. მაგრამ ამავდროულად, მსოფლიომ უნდა მოახდინოს რეაგირება, როდესაც დაინახავს, რომ რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და უხეში გზით იჭრება დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანაში.
„ყოველი ომი უნდა დასრულდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. საკითხავია რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ამას? უკრაინელები ფრონტის ხაზზე არიან. ისინი იხდიან გაცილებით მაღალ ფასს, მაგრამ ნატოს მოკავშირეები და სხვა ქვეყნები მთელ მსოფლიოში ეხმარებიან და მხარს უჭერენ მათ, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერითაც“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ნატო და მისი ზოგიერთი მოკავშირე უკრაინას 2014 წლიდან მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს სამხედრო აღჭურვილობით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინელი ხალხის და უკრაინელი ხელმძღვანელობის გამბედაობაა, რომელმაც შეაჩერა და შეანელა რუსული შემოჭრა, მაგრამ მხარდაჭერა, რომელსაც ნატოს მოკავშირეები ახორციელებენ წვრთნებითა და აღჭურვილობით 2014 წლიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0