
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. ფაქტს “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელი ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ჩავლეშვილი უდასტურებს.
“სახლი ჩაინგრა, ოჯახში რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვია. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. თოვლის საფარი დიდია. მძიმე ტექნიკა მუშაობს და იწმინდება გზა. სოფელს არ მოეწოდება დენი. დაწყვეტილია კაბელები. დრონით აპირებენ დაზიანების ადგილების პოვნას, რადგან ელექტრიკებს ფეხით გადაადგილება, კიბესთან ერთად მეტრაზე მეტ თოვლში უჭირთ. ამ წუთასაც, საკუთარი ინიციატივით მამაოებთან ერთად დავდივარ, რომ სახლები გადავთოლოთ. ხელები მამაოებს დაწყვეტაზე აქვთ. მოსახლეობა სოფელში არაა. ძირითადად, ბავშვები და ასაკოვნები არიან. დანარჩენი ყველა წასულია სოფლიდან სამუშაოდ”,_ ამბობს მერის წარმომადგენელი.
დავით ჩავლეშვილის თქმით, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია დაეხმარება.
0
0