სახეზე გვაქვს მეხუთე კოლონის სრული დარბევა, ხალხი, ეკლესია და ხელისუფლება გარე ძალების შემოტევის წინაშე წრიულ თავდაცვაში ჩადგა - ირაკლი გოგავა
A-
+A

სახეზე გვაქვს მეხუთე კოლონის სრული დარბევა, ხალხი, ეკლესია და ხელისუფლება გარე ძალების შემოტევის წინაშე წრიულ თავდაცვაში ჩადგა - ამის შესახებ ირაკლი გოგავა სოციალურს წსელში გუშინდელ მოვლენებზე წერს:
"სახეზე გვაქვს მეხუთე კოლონის სრული დარბევა. ხალხი, ეკლესია და ხელისუფლება გარე ძალების შემოტევის წინაშე წრიულ თავდაცვაში ჩადგა. კმაყოფილება მინდა გამოვხატო იმ სიმწიფის და სიბრძნის მიმართ, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდში. ჩვენი საზოგადოება არნახულად გაიზარდა, გამოცდილება მიიღო. უკვე შეგვიძლია გავარჩიოთ მგელი ცხვრის ტყავში, მეგობრები „დაუძინებელი მეგობრებისგან“, შავი და თეთრი, სიკეთე და ბოროტება, ტყუილი და მართალი. მეხუთე კოლონა დამარცხებულია! დისკრედიტირებულია! სახელებით ვიცით, ვინ ვინ არის. ეს უდაოდ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისთვის გამოცხადებულ ბრძოლაში თანდათანობით პოლიტიკური ლიდერიდან ეროვნულ ლიდერად ყალიბდება. ეროვნულ ლიდერს არ ირჩევენ, ამ სტატუსს ხალხი აბსოლუტური უმრავლესობის კონსენსუსით უხმაუროდ უბოძებს ხოლმე პიროვნებას და მსგავსი იშვიათად ხდება.
ადრე თუ გვიან დასავლეთის ქვეყნები მივლენ იმ დასკვანმდე, რომ შანტაჟის, მუქარების და ზეწოლის ენით აღარ გვესაუბრონ. ეს უბრალოდ აღარ მუშაობს. ნეოკოლონიალური ტექნოლოგია გაფუჭდა! ისინი იძულებულნი გახდებიან, პოზიტიური დღის წესრიგი შემოგვთავაზონ. კარგი მაგალითია ჩინეთი, რომელიც ქვეყნებს ინვესტიციებს, ხელმისაწვდომ კრედიტებს, მეგა პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას სთავაზობს და სანაცვლოდ ტრადიციებზე უარის თქმას, ეკლესიის დაკნინებას, ულტალიბერალური სიგიჟეების პროპაგანდას, მათი ცხოვრების სტილით ცხოვრებას და სახელმწიფო პოსტებზე მათი აგენტების დანიშვნას არ ითხოვს.
მეტი სუვერენიტეტი საქართველოსთვის განვითარების დაჩქარებას ნიშნავს. ანტიკოლონიალური აჯანყების გამოცხადებიდან 4 წელიწადში ქართული ეკონომიკა გაორმაგდა. საშუალოდ წელიწადში 9%-ით ვიზრდებოდით. საქართველოს ეკონომიკამ მსყიდველობითი პარიტეტით 100 მილარდ დოლარს გადააჭარბა. განვითარების სუვერენული გზის შენარჩუნების შემთხვევაში, 2030 წლისთვის ეკონომიკის კიდევ გაორმაგება რეალურია ანუ მსყიდველობით პარიტეტით 50,000 დოლარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე. ეს კი საშუალებას მოგვცემს შთამბეჭდავი ინვესტიციები გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ჰუმანიტარულ განვითარებაში: განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, სპორტი, კულტურა, ხელოვნება. საბოლოო ჯამში მთელი ეკონომიკა ხომ იმისთვის არის საჭირო რომ ჯანმრთელი, განათლებული, ტექნოლოგიური, გემოვნებიანი საზოგადოება გვყავდეს. თუ მოვახერხეთ ქართული კურსის შენარჩუნება, კარგი მომავალი გვაქვს და ჩვენი ემიგრაციაც დაბრუნებას არ დააყოვნებს." - წერს გოგავა
1
0
130
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%