09/02/2026
23:05

პარტიის ”ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ბიზნესის განვითარებასა და მოქალაქის ინტერეს შორის გარკვეული ბალანსი იპოვოს.
როგორც მაჭარაშვილმა "დებატების" ეთერში განმარტა, რომ საჭიროა ისეთი ბალანსის პოვნა, სადაც ბიზნესი განვითარდება, მაგრამ ხელისუფლებას ექნება ბერკეტები, ფასები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად დაარეგულიროს.
"ხალხის ძალის" პოზიცია გახლავთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა. ბუნებრივია, რომ ეკონომიკა ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება და ეს ერთ-ერთი განმაპირობებელია. ეს ჩვენ კარგად ვიცით. ასევე ბუნებრივია ის პრობლემა, რა პრობლემაც იქნა დაყენებული. ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ფასებთან დაკავშირებით და პრინციპში, საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო, მაგრამ გადაწყვეტა სჭირდება ამ ყველაფერს. დღეს ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, რომ არა მარტო პრემიერის ხელმძღვანელობით არსებობს დღეს კომისია, სადაც საზოგადოებამ უკვე დაინახა გარკვეული რესურსის არსებობა, არამედ შექმნილია საპარლამენტო კომისიაც. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი პოზიციონირება გვქონდეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი განმაპირობებელი არის ორი კომპონენტი: სადაც ვითარდება ეკონომიკა, ეკონომიკა ბუნებრივი ვითარდება ბიზნესის განვითარების ხარჯზე და ბიზნეს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება ჰქონდეს - ესეც გასაგებია, მაგრამ არსებობს საქართველოს მოქალაქის ინტერესი, რომ არსებობდეს შედარებით დაბალი ფასები. აქ არის სწორედ სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ბიზნესის განვითარებასა და მოქალაქის ინტერესს შორის გარკვეული ბალანსი იპოვოს. ეს ბალანსია სწორედ ის მექანიზმები, რომელზეც შემდგომ კითხვებში ჩვენ ვისაუბრებთ. საჭიროა, დავიჭიროთ ის სიტუაცია, სადაც ბიზნესი განვითარდება და ასევე, სახელმწიფოს გვქონდე საშუალება, კარგი გაგებით, ბერკეტების გამოყენების საშუალება, რომელიც ფასების რეგულაციის საშუალებას მისცემს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0