
2026 წელს სახელმწიფო უწყებებში მომუშავეთა რიცხვი მცირდება, ხარჯი და ხელფასები იზრდება. ამის შესახებ ბიუჯეტის პირველად პროექტშია აღნიშნული.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელის გეგმით, უწყებებში ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა 116 763 იქნება, 2025 წლის გეგმით 117 004 -ია. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 20256 წლის პროექტით 3.315 მლრდ ლარზე მეტით არის განსაზღვრული, 2025 წლის გეგმით 3.034 მლრდ ლარზე მეტი.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს სახელმწიფო უწყებების ხარჯი 23.155 მლრდ ლარზე მეტი იქნება, 2025 წლის გეგმით - 21.841 მლრდ ლარზე მეტი.
„ბიზნესპრენისნიუსი“ დაინტერესდა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, თითოეულ უწყებაში როგორ ნაწილდება დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები.
მონაცემები დასაქმების მიხედვით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 227 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 227
პარლამენტი - 708 ადამიანი, 2025 წლის გეგმით 722
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 69 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 69
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- 2 710 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 2 719
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 1 631 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 1 691
კულტურის სამინისტრო - 7 138 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 7 138;
რეგიონული განვითარების სამინისტრო - 80 (უწყება ცალკე მიმდინარე წელს გამოეყო)
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 270 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 306;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 4 135 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 4 123;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 643 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 643;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 5 168 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 5 168
იუსტიციის სამინისტრო - 5 249 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 5 261;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 726 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 817;
თავდაცვის სამინისტრო - 41 176 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 41 176
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 32 651 ადამიანი, 2025 წლის გეგმით - 32 651
ხელფასების მიხედვით:
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 15.400 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 13.369 მლნ ლარი;
პარლამენტი - 47.750 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით 48.916 მლნ ლარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 4.670 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით 4.365 მლნ ლარი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო- 90.921 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 81.987 მლნ ლარი;
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 49.797 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 45.917 მლნ ლარი
კულტურის სამინისტრო - 117.334 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 104.624 მლნ ლარი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო - 5.500 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 17.150 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 15.930 მლნ ლარი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 101.446 მლნ ლარი; 87.937 მლნ ლარი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 28.824 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 26.085 მლნ ლარი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 76.080 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 70.489 მლნ ლარი;
იუსტიციის სამინისტრო - 177.270 მლნ ლარი,2025 წლის გეგმით - 161.063 მლნ ლარი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო - 19.796 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 21.966 მლნ ლარი;
თავდაცვის სამინისტრო - 919.634 მლნ ლარი, 2025 წლის გეგმით - 831.965 მლნ ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.072 მლრდ ლარი, 2025 წლის გეგმით - 966.915 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ სახელფასო ფონდის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაღაურება ყოველწლიურად 10%-ით იმატებს.
ცნობისათვის, ეს არის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს.
0
0