
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ „გლობალური ცენზურულ-ინდუსტრიული კომპლექსის“ ხუთ აგენტს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
მედიის ცნობით, მათგან ერთ-ერთი ყოფილი ევროკომისარია.
აღნიშნულის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადამწყვეტ ზომებს იღებს ხუთი პირის წინააღმდეგ, რომლებიც ხელმძღვანელობენ ორგანიზებულ ძალისხმევას, რისი მიზანიც არის, ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე არ დაუშვან იმ ავტორების მასალების გამოქვეყნება, რომელთა შეხედულებებსაც ისინი არ ეთანხმებიან, მოახდინონ ამ მასალების ცენზურა და შელახონ მათი ავტორების რეპუტაცია. ეს რადიკალი აქტივისტები და მებრძოლი განწყობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები აძლიერებენ უცხო ქვეყნების მიერ განხორციელებულ ცენზურულ ზომებს, მათი ქმედებები მუდმივად მიმართულია ინგლისურენოვანი კონტენტის შემქმნელებისა და ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით მივედი დასკვნამდე, რომ მათი შეერთებულ შტატებში შესვლა, ყოფნა ან საქმიანობა შეიძლება, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
„დეილი სიგნალის“ ცნობით, ხუთი პირიდან ერთი არის ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი, ხოლო მეორე – იმრან აჰმედი, „ციფრული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის“ (Centre for Countering Digital Hate, CCDH) აღმასრულებელი დირექტორია. ორივე აშშ-დან დეპორტაციას ექვემდებარება.
მედიის ცნობით, ბრეტონმა „მეტას“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს და „იქსის“ მფლობელ ილონ მასკს დაავალა, „ბრძოლა გაეაქტიურებინათ მათ პლატფორმებზე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან“.
მედიის ცნობით, აჰმედის ხელმძღვანელობით CCDH-ი აქტიურად აწარმოებდა კამპანიას ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების პლატფორმებიდან ჩამოშორების და ონლაინ სიტყვის უფრო მკაცრი კონტროლის მოთხოვნით.
საპასუხოდ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) თავმჯდომარემ სოციალური მედიის კომპანიებს აცნობა, რომ მათ არ უნდა გამოიყენონ ციფრული სერვისების აქტი შეერთებულ შტატებში, რადგან ეს ამერიკელების სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მზად არიან, გააფართოონ ეს სია, თუ სხვა უცხოელი აქტორები კურსს არ შეცვლიან.
რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, გავრცელდეს ამ პირების ოჯახის გარკვეულ წევრებზეც.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025