02/01/2025
13:59
საზოგადოება
თეა დარჩია ბოდიშს იხდის. საზოგადოების კრიტიკა მისი მხრიდან ახალი წლის ღამეს გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. 31 დეკემბრის ღამეს მოცეკვავე ხალხთან ერთად ახალ წელს რუსთაველზე აღნიშნავდა, როდესაც ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტთან განაცხადა:
"ასე არ გამხარებია ახალი წელი არასოდეს. ყოველთვის ვაპროტესტებდი, რომ სუფრასთან ვმჯდარიყავი და მესმინა ქართველების კნავილისთვის. აი, სიმღერები რაც საუკუნეები, წლები ვისმენთ, მოკლედ, არ მომწონდა ეს მდგომარეობა".
მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დარჩიას კომენტარი ვირუსულად გავრცელდა და კრიტიკა გამოიწვია, მოცეკვავეს ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია. ახლა ამბობს, რომ საგალობელი და ფოლკლორი არ უგულისხმია.
0
0