22/06/2022
16:12
პოლიტიკა
საჯაროდ გამოვიდა დანილოვი, რომელიც არის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში და თურმე მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
უკრაინის ხელისუფლებაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იყო „მათი აღიარება“.
„საჯაროდ გამოვიდნენ მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მეგობრები, არახამია და დანილოვი, რომელიც არის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი და ღიად თქვა, აღიარებითი ჩვენება მისცა ყველას, რომ მათი სურვილი იყო მეორე ფრონტი საქართველოში და რომ თურმე მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იღუპებოდნენ. ეს იყო მათი აღიარება.
ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ კარგად გვახსოვს მათი მოთხოვნები - ითხოვდნენ, რომ საკუთარი ხალხისთვის დაგვეწესებინა ეკონომიკური სანქციები, მეორე ის, რომ ითხოვდნენ ჩარტერული რეისებით მთავრობას უნდა გაგვეშვა მათი დაქირავებული ასე ვთქვათ მოხალისეები. ძვირფასო ოპონენტებო, ეს ყველაფერი არის თქვენი ხელწერა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0