
11-წლიანი სწავლება საკმარისი იქნება სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად, თუმცა მსურველებს შეეძლებათ მე-12 კლასში შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე ისწავლონ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგისტრაციის შესაძლებლობა მოსწავლეებს ყოველი წლის მარტში ექნებათ.
„რეალობა არის შემდეგი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი ახალგაზრდებისთვის სრულფასოვანი ზოგადი განათლების მისაცემად. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, ნებისმიერ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი მე-12 კლასში ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა მიქანაძემ.
0
0