პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწესებული უქმეები დასრულდა და დღეიდან საჯარო სამსახურებში სამუშაო დღეები განახლდა.
ამ გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა დამატებით დაისვენეს 3 დღე, დანარჩენი 6 დღე კი შრომის კოდექსით გათვალისწინებული დასვენების დღეები იყო. უქმე დღეები დაიწყო შაბათს, 30 დეკემბერს და დღეს, 8 იანვარს დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავად განსაზღვრავენ იმ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი დადგენილება.
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა გასულ წელსაც. მაშინ მან უქმეებად გამოაცხადა დღეები 3-დან 6 იანვრამდე, რომლებიც არ ემთხვეოდა შრომის კოდექსით გათვალისწინებულ დასვენების დღეებს.
0
0