
საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება იკრძალება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„იკრძალება უცხოური წყაროდან სარგებლის მიღება საჯარო სამსახურში. იცით, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ერთგვარი მექანიზმი იყო თავის დროზე, ფსევდოლიბერალური მიდგომების რეალიზების და ამას იყენებდნენ სხვა დატვირთვით. ჩვენ ხომ გვაჩვევდნენ, რომ მეგობრული, პატიოსანი ფულები, სახსრები იყო რაღაცებისთვის გამოყოფილი. რისთვის იყო გამოყოფილი, ყველამ კარგად ვნახეთ. მაგალითად, ათეულობით მილიონი დაიხარჯა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ვიღაცებს ეძახათ, არა რუსულ კანონს.
ახლა ჩვენ თავად ვეუბნებით, რომ გაცილებით მკაცრი კანონი დავაინიციირეთ. აგერ, ხვალ პირველი მოსმენით მივიღეთ. კაციშვილი ხმას არ იღებს, რადგან ეს იყო დაფინანსებული კამპანია, რომელიც იყო დიდი ფეიკი. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვმუშაობთ და მათ შორის, თუკი სარგებელი საჯარო სამსახურში უნდა ყოფილიყო ამ გზით, ეს იკრძალება. თუ შრომის ანაზღაურებაზეა საუბარი, ამას თავის თავზე სახელმწიფო აიღებს და არა რაღაც გვერდითი შემოსავლის წყაროებზე უნდა იყოს საუბარი, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს მავნე პრაქტიკის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025