
ისე, საინტერესოა, “ლგბტ პროპაგანდით” მთავრობის რამდენმა წევრმა შეიცვალა ორიენტაცია? საპარლამენტო უმრავლესობაში 88 წევრი დარჩა და ვინმე ხომ არ გაება ამ პროპაგანდის მახეში? - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"წინა არჩევნებში ქართული ოცნების პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ტერიტორიებს გვართმევენ და რომ “გარეჯი საქართველოა”. ამ კამპანიის ფარგლებში ორი უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს. ამოწურა რა ამ პროპაგანდამ თავისი თავი, არც გარეჯი გახსენებია ხელისუფლებაში ვინმეს და თბილისში რამდენჯერმე ჩამოსულ ალიევთანაც კრინტიც არ დაუძრავთ. ახლა ახალი, პუტინისტურ-ორბანისტული პროპაგანდით შეიარაღდნენ და უკვე “ქართველობას გვართმევენ” გახდება მთავარი საარჩევნო საფრთხობელა. მთავარი პროპაგანდისტული თემა იქნება “არ დავუშვებთ ლგბტ პროპაგანდას”. დღესაც ამ საკითხს გვერდი არ აუარა ღარიბაშვილმა და მორიგი დემაგოგია შემოგვთავაზა.
ისე, საინტერესოა, “ლგბტ პროპაგანდით” მთავრობის რამდენმა წევრმა შეიცვალა ორიენტაცია? საპარლამენტო უმრავლესობაში 88 წევრი დარჩა და ვინმე ხომ არ გაება ამ პროპაგანდის მახეში? კონკრეტული მაგალითების მოყვანა უფრო დამაჯერებლობას რომ მატებს საკითხს, არაა სადავო. ამიტომ ზოგად ლოზუნგებს სჯობია ფაქტებს მოუხმონ.". - წერს გოცირიძე.
0
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება
03/03/2025